პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე გადადგომასთან დაკავშირებით გახარიას განცხადებაზე -სახელმწიფო ინტერესები კი არ დაიცვა, ბოლომდე მიიყვანა საქმე და მერე გადადგა, უბრალოდ საკუთარი ეგო ვანაცვალეო- სინამდვილეში, კელი დეგნანმა “ქსაო”- უბრძანა, ეგ არის სიმართლე

„მთელი მოღვაწეობა, “ბოდი ლენგვიჯი”, რომ გვეგონა, გახარიას მთავარი იარაღი – “ტანეც ჟივატა” შეგვრჩა ხელში… იმდენად უსუსური და ცეროდენა კაცი აღმოჩნდა, სერიოზულად არც ღირს შეფასება…“- წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „გახარია-საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გააკეთა, სადაც მის მიერ გაწეული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული საკითხები განიხილებოდა.

„მთელი მოღვაწეობა, “ბოდი ლენგვიჯი”, რომ გვეგონა, გახარიას მთავარი იარაღი – “ტანეც ჟივატა” შეგვრჩა ხელში… იმდენად უსუსური და ცეროდენა კაცი აღმოჩნდა, სერიოზულად არც ღირს შეფასება… P.S. ისიც კმარა, რომ საკუთარი ღალატის, უფრო მასშტაბური იდიოტიზმით “გაპრავება” სცადა – აღმასრულებელ გუნდს ერთ დღეში, ერთ დღეში შევამჩნიე ჩემი კონტროლიდან გასვლის მცდელობა და მაგიტომ გადავდექიო. ანუ, სულ რომ მართალი ყოფილიყო – სახელმწიფო ინტერესები კი არ დაიცვა, ბოლომდე მიიყვანა საქმე და მერე გადადგა, უბრალოდ საკუთარი ეგო ვანაცვალეო…

P.P.S. სინამდვილეში, ეგ საცოდავი ეგოც არ ეკუთვნის მას, კელი დეგნანმა გამოიბა ჯიბეზე და როგორც სხვა ყველა ფინია -“აგენტოკრატს”, ამასაც “ქსაო”- უბრძანა, ეგ არის სიმართლე!“-წერს ზურაბ ქადაგიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა