პოლიტიკა

გთავაზობთ, შემოვიღოთ გადაწყვეტილების მიღების ახალი მეთოდი… მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ჩვე­ნი რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­და­იხ­დი­ან სიმ­ბო­ლურ სა­წევ­რო გა­და­სა­ხადს, მუდ­მი­ვად მი­ი­ღე­ბენ პარ­ტი­ის­გან ინ­ფორ­მა­ცი­ას და გაგ­ვი­ზი­ა­რე­ბენ თა­ვის იდე­ებს – სააკაშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს ყოფილი პრე­ზი­დენ­ტი “ერ­თი­ა­ნო­ბა – ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას” წი­ნა­და­დე­ბე­ბით მი­მარ­თავს და სთა­ვა­ზობს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის ახა­ლი მე­თო­დის შე­მო­ღე­ბას, სა­დაც ყვე­ლა ძი­რი­თა­დი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ამომ­რჩევ­ლებ­თან, პარ­ტი­ის “ლი­დერ­ში­პთან” და მას­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის შე­დე­გად პა­რი­ტე­ტის პრინ­ცი­პით, ელექტრო­ნუ­ლად და კენ­ჭისყ­რით უნდა მოხ­დეს.

  • რო­გორც ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, ახლა დაღ­ლის და ხე­ლე­ბის ჩა­მოშ­ვე­ბის კი არა, მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის და შე­ტე­ვის დროა. ამას­თან, ის „ერ­თი­ა­ნო­ბა – ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ლი­დე­რებს მი­მარ­თავს, წი­ნა­და­დე­ბე­ბი დრო­უ­ლად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბონ.

“ჩემი წი­ნა­და­დე­ბე­ბი „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის”: სა­ქარ­თვე­ლოს 2012 წლი­დან მარ­თავს კო­ლა­ბო­რა­ცი­ო­ნის­ტუ­ლი რე­ჟი­მი, რო­მე­ლიც გა­და­ი­ზარ­და სუფ­თა რუ­სულ დიქ­ტა­ტუ­რა­ში. რუ­სებ­მა სპე­ცო­პე­რა­ცი­ის გზით ივა­ნიშ­ვი­ლი მო­იყ­ვა­ნეს ჩემს მო­სა­შო­რებ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მო­ნო­ბა­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად და ჩვე­ნი მთე­ლი რე­გი­ო­ნის­თვის და მსოფ­ლი­ოს­თვის მი­სა­ბა­ძი მა­გა­ლი­თის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მიზ­ნით. იმის შემ­დეგ რუ­სუ­ლი რე­ჟი­მი ჰიბ­რი­დუ­ლად მუ­შა­ობს ყვე­ლა ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად.

ფაქ­ტი ჯი­უ­ტია, მათი მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე ვარ მე და არის “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა”, რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს და მსოფ­ლიო მას­შტა­ბის წარ­მა­ტე­ბის შემ­ქმნე­ლე­ბი. ისი­ნი გეგ­მა­ვენ პარ­ტი­ის აკ­რძალ­ვას და ჩემს გა­ნად­გუ­რე­ბას. ახლა, როცა აღარც არ­ჩევ­ნე­ბი ტარ­დე­ბა და რეპ­რე­სი­ე­ბიც სულ უფრო ფარ­თოვ­დე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის როლი მთლი­ა­ნად იც­ვლე­ბა. მათ შო­რის, ახ­ლე­ბუ­რად უნდა გა­ვი­აზ­როთ ჩვე­ნი პარ­ტი­ის ფუნ­ქცია და ბრძო­ლის მე­თო­დე­ბი. ჩვენ კლა­სი­კუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ი­დან უნდა გარ­და­ვიქ­მნათ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბად და ამ მოძ­რა­ო­ბის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა დიქ­ტა­ტუ­რის და­მარ­ცხე­ბა და დე­მოკ­რა­ტი­ის დაბ­რუ­ნე­ბა. ამა­ვე დროს, ჩვენ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ დიქ­ტა­ტუ­რა ახლა მი­მარ­თუ­ლია ჩვე­ნი პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლის ვე­ლი­დან მთლი­ა­ნად მო­შო­რე­ბა­ზე და ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა მივ­ცეთ.

რა თქმა უნდა, ჩვენს ერთ-ერთ მთა­ვარ მიზ­ნად რო­გორც აქამ­დე, რჩე­ბა მთე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, მაგ­რამ ამის პა­რა­ლე­ლუ­რად თვი­თონ “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” შიგ­ნით უნდა შე­იც­ვა­ლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი. ადა­მი­ა­ნებ­მა უნდა იგ­რძნონ, რომ ეს არის მათი პარ­ტია, მათი პო­ლი­ტი­კუ­რი სახ­ლი, სა­დაც თვი­თონ არი­ან ბა­ტონ-პატ­რო­ნე­ბი.

პარ­ტია არ შე­იძ­ლე­ბა იმარ­თე­ბო­დეს ჩემი წე­რი­ლე­ბით ან ვიწ­რო, თუნ­დაც ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ჯგუ­ფის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით. ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­თვის ნო­ვა­ტო­რე­ბი ვი­ყა­ვით და ახ­ლაც გთა­ვა­ზობთ, რომ შე­მო­ვი­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის სრუ­ლი­ად ახა­ლი მე­თო­დი – ყვე­ლა ძი­რი­თა­დი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ელექტრო­ნუ­ლად და კენ­ჭისყ­რით. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მოხ­დე­ბა ჩვენს ამომ­რჩევ­ლებ­თან, პარ­ტი­ის “ლი­დერ­ში­პთან” და ჩემ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის შე­დე­გად პა­რი­ტე­ტის პრინ­ცი­პით. ასე­თი გზით მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს პრო­ტეს­ტის ფორ­მებ­ზე, არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა-არ­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე, მას შემ­დეგ, რაც მი­ვაღ­წევთ თა­ვი­სუ­ფალ არ­ჩევ­ნებს – სა­არ­ჩევ­ნო სი­ებ­ზე, სხვა პარ­ტი­ებ­თან პო­ლი­ტი­კურ ალი­ან­სებ­ზე, შიდა სა­კად­რო სა­კი­თხე­ბიც გა­და­წყდე­ბა მხო­ლოდ ელექტრო­ნუ­ლი კენ­ჭისყ­რით. ამ სის­ტე­მით ხდე­ბა პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია.

ეს იქ­ნე­ბა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ჩვე­ნი რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­და­იხ­დი­ან სიმ­ბო­ლურ სა­წევ­რო გა­და­სა­ხადს, მუდ­მი­ვად მი­ი­ღე­ბენ პარ­ტი­ის­გან ინ­ფორ­მა­ცი­ას და გაგ­ვი­ზი­ა­რე­ბენ თა­ვის იდე­ებს. ამა­ვე დროს პარ­ტი­ის წევ­რე­ბი რჩე­ბი­ან გან­სა­კუთ­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ვი­ნა­ი­დან ისი­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღე­ბენ, რო­გორც უშუ­ა­ლოდ თვი­თონ, ასე­ვე მათ მიერ არ­ჩე­უ­ლი პარ­ტი­ის მმარ­თვე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით.

ბოლო წლებ­ში პარ­ტი­ა­ში მი­ვი­და ახალ­გაზ­რდე­ბის ძა­ლი­ან იდე­ა­ლის­ტუ­რი და ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც სულ უფრო გა­ნიმ­ტკი­ცებს თა­ვის პო­ზი­ცი­ებს, რო­გორც პარ­ტი­ის მარ­თვა­ში, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. ამა­ვე დროს ენმ-ს ჰყავს მთე­ლი არ­მია ძვე­ლი გა­მობ­რძმე­დი­ლი მებ­რძო­ლე­ბის, რო­მელ­თაც გა­დამ­წყვე­ტი როლი ითა­მა­შეს ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ 9- წლი­ან პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში და რომ­ლის კი­სერ­ზეც წის­ქვი­ლის ქვა­სა­ვით გა­და­ი­ა­რა რუ­სუ­ლი სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის მმარ­თვე­ლო­ბამ და ის, რომ ეს ხალ­ხი რჩე­ბა პარ­ტი­ა­ში, მათ ნამ­დვილ გმი­რო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს. ამ ხალ­ხს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­ფა­სე­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მა ეკუთ­ვნის და მათი გა­მოც­დი­ლე­ბა ფას­და­უ­დე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლახ­ლა გა­დარ­ჩე­ნის საქ­მე­ში. სა­ქარ­თვე­ლოს შემ­დგო­მი არ­სე­ბო­ბაც კი ახლა კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დგას. ამი­ტომ ახლა დაღ­ლის და ხე­ლე­ბის ჩა­მოშ­ვე­ბის კი არა, მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის და შე­ტე­ვის დროა.

და კი­დევ, ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი სა­კი­თხე­ბი: პარ­ტი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი ახა­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბის, ელექტრო­ნუ­ლი აპ­ლი­კა­ცი­ის შე­საქ­მნე­ლად ვთხოვ თიკა ბო­კუ­ჩა­ვას, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილს, გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძეს, ირაკ­ლი ფავ­ლე­ნიშ­ვილ­სა და ლე­ვან სა­ნი­კი­ძეს წი­ნა­და­დე­ბე­ბი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბონ და ამ რე­ფორ­მის ფორ­მა­ლი­ზე­ბა მო­ვახ­დი­ნოთ პარ­ტი­ის წეს­დე­ბა­ში შე­ტა­ნით. რა თქმა უნდა, ჩემი თხოვ­ნაა, რომ ეს წი­ნა­და­დე­ბე­ბი დე­ტა­ლუ­რად გან­ვი­ხი­ლოთ პარ­ტი­ის აქ­ტივ­თან და მათი მო­საზ­რე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მი­ვი­ღოთ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ასე­ვე, აუ­ცი­ლებ­ლად სა­ჭი­როა პარ­ტი­ის ადეკ­ვა­ტუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რი ოფი­სის ამუ­შა­ვე­ბა, რათა ადა­მი­ა­ნებს ჰქონ­დეთ შეხ­ვედ­რე­ბის და ურ­თი­ერთქმე­დე­ბე­ბის მუდ­მი­ვი ლო­კა­ცია”,- წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა