სამართალი

სოზარ სუბარი გიორგი გახარიას 20 ივნისის ღამეზე: ნინო ლომჯარია და მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე იყვნენ თქვენს გვერდით, რომლებსაც წესით უნდა ახსოვდეთ რა ბრძანებებს გასცემდით

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იყო თქვენს გვერდით, რომელსაც წესით უნდა ახსოვდეს რა ბრძანებებს გასცემდით. მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე იყო თქვენს გვერდით, რომელსაც წესით უნდა ახსოვდეს რა ბრძანებებს გასცემდით, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა, პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას განუცხადა, რომელიც შს მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე მის მიერ გაწეული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, კომისიის წევრების კითხვებს პასუხობს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გიორგი გახარიამ განაცხადა – „სულ არ მახსოვდა იქ რომ ლომჯარია იყო. თქვენთვის დიდი ვინმეა ლომჯარია?“. თეა წულუკიანის რეპლიკას, რომ სახალხო დამცველი უნდა ყოფილიყო გამზირზე, დაეცვა მოქალაქეების უფლებები და აღენუსხა ყველა დაზიანება, გახარიამ უპასუხა „ახლა ლომჯარიას საქმესაც მე ნუ დამაბრალებთ გასაკონტროლებლად რა“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა