სამართალი

გიორგი გახარია აცხადებს, რომ არ ახსოვს, 20 ივნისის ღამეს იმყოფებოდა თუ არა მასთან ერთად ნინო ლომჯარია – არ მახსოვს, იყო თუ არა ლომჯარია, შეიძლება იყო, შეიძლება – არა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ არ ახსოვს, 2019 წლის 20 ივნისის ღამეს ბრძანებებს რომელი ოთახიდანაც გასცემდა, იმყოფებოდა თუ არა იქ ნინო ლომჯარია.

კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა გახარიას მიმართა: „რატომ მოიტყუეთ? ორი წუთის წინ რომ გკითხეთ, ვინ იყო მნიშვნელოვანი უწყების ხელმძღვანელი-მეთქი, ბევრი სხვაო, ლომჯარია ბევრი სხვა არის?“ რაზეც გახარიამ აღნიშნა:

„იცით, იქ რამდენი ადამიანი იყო? ბევრი ხალხი იყო, სულ არ მახსოვდა, იქ ლომჯარია რომ იყო. თქვენთვის დიდი ვინმეა ლომჯარია? ლომჯარია თქვენი არჩეულია, ლომჯარია მაშინ იყო სახალხო დამცველი. მე გითხარით, რომ არ მახსოვს, იყო თუ არა იქ ლომჯარია, შეიძლება იყო, შეიძლება არ იყო“, – განაცხადა კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიამ.

აღნიშნულის შემდეგ კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, სოზარ სუბარმა გახარიას მიმართა:

„სერიოზული ამნეზია დაგმართნიათ, მაგრამ იმედი მაქვს, ლომჯარიას და მის მოადგილეს, ბურჯანაძეს ასეთი ამნეზია არ აქვს და თუ არ აქვთ, მაშინ ისინი გაიხსენებენ, რომ აქციის დაშლა როდესაც გადაწყვიტეთ, მე პირადად გითხარით, გიორგი, ნანახი მაქვს ჩემი თვალით, რა უბედურება მოაქვს რეზინის ტყვიას, სრულიად საკმარისი ძალა არის, რათა გაზით, წყლის ჭავლით დავშალოთ, თუ ამის გამოყენება აუცილებელია, რეზინის ტყვიები არ გავარდეს-მეთქი. თქვენ დაშლის ბრძანება გაეცით. კი არ გითქვამთ, რომ რეზინის ტყვია გავარდეს, უბრალოდ, საერთოდ არ გიხსენებიათ რამე კონკრეტული. რადგანაც დაშლის ბრძანება იყო გაცემული, როგორც ჩანს, ავტომატურად იგულისხმებოდა ესეც, ასე იქნებოდით შეთანხმებული. იმ ოთახიდან, ზემოდან კარგად არ ჩანდა, მეორე ოთახში რომ გავედი და დავინახე ტელევიზორში, რა უბედურება ტრიალებდა, შემოვედი და გითხარით, გააჩერეთ რეზინის ტყვიების სროლა, რაზეც თქვენი ცინიკური პასუხი იყო, რაღაც ძველი დროის კადრებს ატრიალებენო“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა