უცხოური მედია

უკრაინის ქალაქ სუმში, რუსეთის ავიაიერიშის მსხვერპლი, ძირითადად, სამოქალაქო პირები არიან

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა სარაკეტო დარტყმა მიიტანა ქალაქ სუმზე. დაიღუპა, სულ მცირე, 20 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი არტემ კობზარი ავრცელებს.

მისი თქმით, დაღუპულების უმეტესობა სამოქალაქო პირია.

ადგილობრივი მთავრობა იუწყება, რომ რუსეთმა იერიშის დროს ორი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი. მისი თქმით, სუმზე იერიშის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა