უცხოური მედია

კაია კალასი – გულსატკენ სცენებს ვხედავთ სუმიდან, ეს არის საზარელი მაგალითი იმისა, რომ რუსეთის აძლიერებს თავდასხმებს მაშინ, როდესაც უკრაინა უპირობო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი ქალაქ სუმში რუსეთის მხრიდან განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება.

„გულსატკენ სცენებს ვხედავთ სუმიდან. მაშინ, როდესაც ადგილობრივი მაცხოვრებლები ბზობის აღსანიშნავად შეიკრიბნენ, მათ რუსული რაკეტები დახვდათ. ეს არის საზარელი მაგალითი იმისა, რომ რუსეთის აძლიერებს თავდასხმებს მაშინ, როდესაც უკრაინა უპირობო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა“, – წერს კაია კალასი.

ცნობისთვის, უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა სარაკეტო დარტყმა მიიტანა ქალაქ სუმზე. შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაიღუპა. დაშავებულია 84 ადამიანი. ადგილზე სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა