უცხოური მედია

„როიტერი“ – აშშ-მ უკრაინისგან მოითხოვა კონტროლის გადაცემა იმ გაზსადენზე, რომლითაც ევროპას რუსული ბუნებრივი აირი მიეწოდებოდა

აშშ უკრაინისგან მოითხოვს კონტროლის გადაცემას იმ გაზსადენზე, რომლითაც ევროპას რუსული ბუნებრივი აირი მიეწოდებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, აშშ-მა ეს მოთხოვნა უკრაინასთან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ახალი ვარიანტის განხილვის ფარგლებში მოითხოვა.

ანონიმური წყაროების ცნობით, ვაშინგტონმა კიევს მოსთხოვა რუსული კომპანია „გაზპრომის“ გაზსადენზე კონტროლი აშშ-ის საერთაშორისო დაფინანსების კორპორაციას (DFC) გადაეცეს.

„როიტერის“ ცნობით, ვაშინგტონსა და კიევს შორის აშშ-ის დედაქალაქში 11 აპრილს დაწყებული მოლაპარაკებები „ანტაგონისტურ ატმოსფეროში“ მიმდინარეობს, რაც აშშ-ის „მაქსიმალისტურ“ მოთხოვნებთანაა დაკავშირებული.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ამ მოლაპარაკებებს „არსებითად ტექნიკური ხასიათის“ უწოდეს.

მანამდე ამერიკულმა მედია დაწერა, რომ სასარგებლო წიაღისეულის გარშემო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ვაშინგტონში 11 და 12 აპრილს გაიმართება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა