Uncategorized

გია აბაშიძე: ოქსიმორონიაა იმის წარმოჩენა, რომ ნაცრეჟიმის პოლიტიკანებსა და მათ მოკავშირე “ენჯეოებს” რაიმე გავლენა აქვთ საქართველოს ხალხზე. ერთადერთი, რაშიც კოლექტიური “ნაცები” არიან გაწაფულნი, ესაა მათდამი საყოველთაო ანტიპათია

9 აპრილის გმირებისთვის პატივისცემაში და დამოუკიდებლობის აღდგენის მნიშვნელობაზე დასავლური საელჩოები ერთსულოვანნი იყვნენ, ხოლო სექტის მიერ მემორიალის მიტაცებაზე რეაქციები სამარცხვინოდ არ ჩანს – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, დასავლური საელჩოების ერთსულოვნება 9 აპრილის გმირების პატივისცემაში მნიშვნელოვანია, თუმცა ნაციონალური კონგლომერატის ქმედებები სამარცხვინოა.

„9 აპრილის გმირებისთვის პატივისცემაში და დამოუკიდებლობის აღდგენის მნიშვნელობაზე დასავლური საელჩოები ერთსულოვანნი იყვნენ, ხოლო სექტის მიერ მემორიალის მიტაცებაზე რეაქციები სამარცხვინოდ არ ჩანს. საზოგადოებისგან განთესილების წაქეზება კარგს ვერაფერს მოუტანს მათ სპონსორებს ქართველთა თვალში. ევროკრატიის მსახურნი უსახურ ილუზიაში არიან, როცა ნაცკონგლომერატის ექსტრემისტების აქტივობები “დემოკრატიის” გამოვლინებად მიაჩნიათ. ოქსიმორონია იმის წარმოჩენა, რომ ნაცრეჟიმის პოლიტიკანებსა და მათ მოკავშირე “ენჯეოებს” რაიმე გავლენა აქვთ საქართველოს ხალხზე. ერთადერთი, რაშიც კოლექტიური “ნაცები” არიან გაწაფულნი, ესაა მათდამი საყოველთაო ანტიპათია.“ – წერს აბაშიძე

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა