პოლიტიკა

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის შესაძლებლობებს შევხედოთ ყოველგვარი ფასილიტაციის გარეშე, დავიღალეთ ამ ფასილიტატორებით

სამხრეთ კავკასიის შესაძლებლობებს შევხედოთ ყოველგვარი ფასილიტაციის გარეშე, დავიღალეთ ამ ფასილიტატორებით, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ უნდა გაძლიერდეს პარტნიორობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის.

„გულწრფელად რომ გითხრათ, გამიკვირდა, როდესაც ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის კომენტარების შესახებ შემატყობინეს. უზბეკეთში, ცენტრალური აზიის ლიდერების სამიტზე ევროკომისიის ლიდერებთან საუბრობდა აზერბაიჯანსა და სომხეთს, სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვრის გახსნაზე, რათა ხელი შეუწყოს შუა დერეფანს, როგორც ამას ევროპაში უწოდებენ, გლობალურ კარიბჭეს. ეს იყო ძალიან უცნაური, რადგან ეს დერეფანი არსებობს და სომხეთი ამაში არანაირ როლს არ თამაშობს. ჩვენ შეგვიძლია, გავიგოთ ევროპელი ბიუროკრატების გრძნობები სომხეთის მიმართ, მაგრამ რუკის იგნორირება შეუძლებელია. ჩვენ, საქართველომ და აზერბაიჯანმა, მივაწოდეთ ყველა ის საშუალება, რომლებიც დღეს ევროპელებს ეხმარება ცენტრალურ აზიასთან კომუნიკაციაში: საქართველოს საზღვაო პორტები, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, აზერბაიჯანის საზღვაო პორტი, კასპიის საზღვაო გადაზიდვები, რაც ხელს უწყობს ტრანსპორტირებას, ყველაფერი იგნორირებულია, რამდენი ფული ჩავდეთ.

ყველაფერი იგნორირებულია, მხოლოდ ხსნიან საზღვარს თურქეთსა და სომხეთს შორის, ხსნიან საზღვარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. რა შუაშია ევროპა ამასთან? ეს მათი საქმე არ არის – ურთიერთობები თურქეთსა და სომხეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. რაც უფრო დიდი მანძილია ევროკავშირსა და ამ საკითხებს შორის, მით უკეთესია ყველასთვის, მაგრამ არცერთი სიტყვა არ იყო ნათქვამი საქართველოზე, თითქოს საქართველო არ არსებობდეს. ეს უსამართლოა და აბსოლუტურად მიუღებელია ევროკომისიაში საქართველოს შიდა პროცესისადმი დამოკიდებულება. ეს არის კოლონიალისტების ქცევა. ისინი ცდილობენ, ქართველი ხალხის ნებას კოლონიური წარსულის პრიზმიდან შეხედონ. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ქართველმა ხალხმა და საქართველოს ხელისუფლებამ იცის, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ. საქართველოს შიდა საკითხები ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და არა ბრიუსელის ბიუროკრატებმა. ამიტომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ უნდა გავაძლიეროთ პარტნიორობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. როგორც უკვე განვიხილეთ წინა კითხვებზე, შევხედოთ სამხრეთ კავკასიის შესაძლებლობებს კავშირების დასამყარებლად ყოველგვარი ფასილიტაციის გარეშე. დავიღალეთ ამ ფასილიტატორებით“, – განაცხადა ალიევმა

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა