პოლიტიკა

ილჰამ ალიევი – მიუღებელია ევროკომისიაში საქართველოს შიდა პროცესისადმი დამოკიდებულება, ეს კოლონიალისტების ქცევაა, შიდა საკითხები ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და არა ბრიუსელის ბიუროკრატებმა

აბსოლუტურად მიუღებელია ევროკომისიაში საქართველოს შიდა პროცესისადმი დამოკიდებულება. ეს არის კოლონიალისტების ქცევა. ისინი ცდილობენ, ქართველი ხალხის ნებას კოლონიური წარსულის პრიზმიდან შეხედონ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

ალიევის თქმით, საქართველოს შიდა საკითხები ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და არა ბრიუსელის ბიუროკრატებმა.

„გულწრფელად რომ გითხრათ, გამიკვირდა, როდესაც ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის კომენტარების შესახებ შემატყობინეს. უზბეკეთში, ცენტრალური აზიის ლიდერების სამიტზე ევროკომისიის ლიდერებთან საუბრობდა აზერბაიჯანსა და სომხეთს, სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვრის გახსნაზე, რათა ხელი შეუწყოს შუა დერეფანს, როგორც ამას ევროპაში უწოდებენ, გლობალურ კარიბჭეს. ეს იყო ძალიან უცნაური, რადგან ეს დერეფანი არსებობს და სომხეთი ამაში არანაირ როლს არ თამაშობს. ჩვენ შეგვიძლია, გავიგოთ ევროპელი ბიუროკრატების გრძნობები სომხეთის მიმართ, მაგრამ რუკის იგნორირება შეუძლებელია. ჩვენ, საქართველომ და აზერბაიჯანმა, მივაწოდეთ ყველა ის საშუალება, რომლებიც დღეს ევროპელებს ეხმარება ცენტრალურ აზიასთან კომუნიკაციაში: საქართველოს საზღვაო პორტები, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, აზერბაიჯანის საზღვაო პორტი, კასპიის საზღვაო გადაზიდვები, რაც ხელს უწყობს ტრანსპორტირებას. ეს ყველაფერი იგნორირებულია, ამაში რამდენი ფული ჩავდეთ.

ყველაფერი იგნორირებულია, მხოლოდ ხსნიან საზღვარს თურქეთსა და სომხეთს შორის, ხსნიან საზღვარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. რა შუაშია ევროპა ამასთან? ეს მათი საქმე არ არის – ურთიერთობები თურქეთსა და სომხეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. რაც უფრო დიდი მანძილია ევროკავშირსა და ამ საკითხებს შორის, მით უკეთესია ყველასთვის, მაგრამ არცერთი სიტყვა არ იყო ნათქვამი საქართველოზე, თითქოს საქართველო არ არსებობდეს. ეს უსამართლოა და აბსოლუტურად მიუღებელია ევროკომისიაში საქართველოს შიდა პროცესისადმი დამოკიდებულება. ეს არის კოლონიალისტების ქცევა. ისინი ცდილობენ, ქართველი ხალხის ნებას კოლონიური წარსულის პრიზმიდან შეხედონ. ეს აბსოლუტურად მიუღებელია.

ქართველმა ხალხმა და საქართველოს ხელისუფლებამ იცის, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ. საქართველოს შიდა საკითხები ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და არა ბრიუსელის ბიუროკრატებმა. ამიტომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ უნდა გავაძლიეროთ პარტნიორობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. როგორც უკვე განვიხილეთ წინა კითხვებზე, შევხედოთ სამხრეთ კავკასიის შესაძლებლობებს კავშირების დასამყარებლად ყოველგვარი ფასილიტაციის გარეშე. დავიღალეთ ამ ფასილიტატორებით. ჩვენ გვყავდა ეს ფასილიტატორები 28 წლის განმავლობაში, ეუთო-ს ეს ყბადაღებული მინსკის ჯგუფი, რომლის ერთადერთი მიზანი იყო ოკუპაციის დალუქვა და ყარაბაღის სომხეთისთვის გადაცემა. ახლა კი, როდესაც გვესმის ვინმეს შესახებ, რომელსაც სურს, ხელი შეუწყოს, ჩვენ ცოტათი შეშფოთებული ვართ. ასე რომ, მოდით, ეს თავად გავაკეთოთ. ჩვენ აქ ვცხოვრობთ რეგიონში. ჩვენ, როგორც აზერბაიჯანს, გვინდა გვქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობა ევროპულ ინსტიტუტებთან, პირველ რიგში, ევროკომისიასთან, მაგრამ არა ჩვენი ინტერესების ხარჯზე, არა მათი მუდმივი მცდელობის ხარჯზე, ჩაერიონ ჩვენს საშინაო საქმეებში, დააფინანსონ ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტი, ტვინი გამოურეცხონ ჩვენს ახალგაზრდობას და ტვინი მოუწამლონ ზოგიერთ ადამიანს ჩვენს რეგიონში. სწორედ ასე გვსურს, დავინახოთ სამხრეთ კავკასია. როგორც სამხრეთ კავკასიის წამყვანმა ქვეყნებმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ, რა თქმა უნდა, უნდა აიღონ თანამშრომლობის მთავარი ტვირთი, მაგრამ, რა თქმა უნდა, სომხეთს, როდესაც და თუ დათანხმდება კონსტიტუციის შეცვლას აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების მიმართ, შეუძლია, შეუერთდეს პროცესს და შეგვიძლია ვიფიქროთ მომავალ გრძელვადიან, პროგნოზირებად ვითარებაზე ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა