Uncategorized

დიმიტრი სამხარაძე პაატა ბურჭულაძეზე, რომელიც აცხადებდა, რომ მსოფლიოში ცნობილია როგორც რუსი ბანი: ეს დგას ახლა რუსთაველზე, 9 აპრილის მონუმენტთან, ქართველებს რუსებს ეძახის და ხალხს ხელს უშლის, რომ პატივი მიაგონ გარდაცვლილ გმირებს

“ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, პაატა ბურჭულაძის ინტერვიუდან ნაწყვეტს აქვეყნებს, რომელშიც ბურჭულაძე საუბრობს იმაზე, რომ მისთვის დიდი პატივია, რუსული საოპერო სკოლის წარმომადგენელი რომ არის და მსოფლიოში როგორც რუს ბანს, ისე იცნობენ.

როგორც სამხარაძე აღნიშნავს, ამ განცხადების ავტორი პაატა ბურჭულაძე, ახლა 9 აპრილის მემორიალთან დგას და ქართველებს, რომლებიც გარდაცვლილი გმირებისთვის პატივის მისაგებად მივიდნენ, რუსებს უწოდებს.

“ეს დგას ახლა, რუსთაველზე, 9 აპრილის მონუმენტთან, ქართველებს რუსებს ეძახის და ხალხს ხელს უშლის, რომ პატივი მიაგონ გარდაცვლილ გმირებს,” – წერს დიმიტრი სამხარაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა