პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: 9 აპრილის მისაკუთრებას ცდილობს უსამშობლოთა ჯგუფი – რუსთველზე მყოფი, საზოგადოების ყველაზე უღირსი ნაწილი, ჯანსაღ ნაწილს, გმირებისთვის პატივის მიგების შესაძლებლობას არ აძლევს, ეს ფაშისტური ბუნების გამოვლინებაა!

x

დეკლარირებულ მოღალატე ჯგუფს, 9 აპრილის მითვისების უფლება არ აქვს! – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, 9 აპრილის მისაკუთრებას ცდილობს უსამშობლოთა ჯგუფი, რომელსაც რუსთაველზე დგომის მორალური უფლებაც კი არ აქვს და რომელთაც კონსოლიდაცია ისეთ ეროვნულ მოვლენაზეც კი არ შეუძლიათ, როგორიც ეს თარიღია.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ დღეს, რუსთაველზე მყოფი უსამშობლოები საზოგადოების ყველაზე უღირს ნაწილს წარმოადგენენ და 9 აპრილს დაღუპულთა სულებს შეურაცხყოფენ.

“დეკლარირებულ მოღალატე ჯგუფს, 9 აპრილის მითვისების უფლება არ აქვს! ვინ დგას დღეს რუსთაველზე და ვინ ცდილობს 9 აპრილის მისაკუთრებას? ეს არის უსამშობლოთა ჯგუფი, რომელსაც კონსოლიდაცია ისეთ ეროვნულ მოვლენაზეც არ შეუძლია როგორიც 9 აპრილის მოვლენებია. არ მინდა უხეში ვიყო, მაგრამ რუსთველზე მყოფი, საზოგადოების ყველაზე უღირსი ნაწილი, საზოგადოების ჯანსაღ ნაწილს, გმირებისთვის პატივის მიგების შესაძლებლობას არ აძლევს, ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება. ეს არის საკუთარი ფაშისტური ბუნების გამოვლინება! სამწუხაროდ დღეს რუსთველზე მდგომი უსამშობლოებისთვის ფული მთავარი მამოძრავებელი ძალაა, რაც შეურაცხოს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას, მათ არათუ 9 აპრილის მითვისების, არამედ რუსთველზე ყოფნის მორალური უფლებაც არ აქვთ!” – წერს დავით ჩიხელიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა