პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე არასამთავრობო ორგანიზაციებზე:  ადამიანს, რომელიც ცდილობს  სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები ცოცხლად დაწვას, უწოდებენ გმირს და ცდილობენ საზოგადოებას გმირად შეასაღონ, როდესაც ამ ქვეყანაში არსებობს ქაქუცა ჩოლოყაშვილი და სხვა არაერთი გმირი, ლაზარე გრიგორიადისი   ვერასდროს  გახდება გმირი

ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები როგორ დაირაზმნენ, როგორ ჩამოდგნენ და განაცხადეს, რომ საქართველოში მიიღება „რუსული კანონი“. ჩვენ ეს ფილმი ნანახი გვაქვს, ეს ფილმი ვნახეთ 2023 წელსაც, 2024 წელსაც და ახლაც ვხედავთ, ქართული საზოგადოება არ მოტყუვდება ამ მავნებლების  გავრცელებული ცრუ ინფორმაციის მიუხედავად,-ასე უპასუხა  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, ჟურნალისტის შეკითხვას ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც გრანტების მიღების საკითხის დარეგულირებას შეეხება. 

გორდულაძის თქმით, ლომჯარია და არასამთავრობო სექტორის სხვა წარმომადგენლები ცდილობენ, რომ თავიანი ბნელი ზრახვები დამალონ  სხვადასხვა განცხადებების უკან. 

„საქართველოში მიიღება ქართული კანონები, რომელიც  მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესს შეესაბამება. ახლა ეს ადამიანები, რომ ჩამოდგნენ თავიანთი ზედემოკრატია რომ აქვთ, თავიანთსავე ორგანიზაციებში და ვერ გაურკვევიათ პარტიის სახელით აკეთებენ განცხადებას, არასამთავრობო ორგანიზაციის თუ მაგალითად, ლომჯარიას შემთხვევაში სახალხო დამცველი არის თუ არა რომ ვერ გაუგია ჯერ კიდე, ეს ადამიანები ცდილობენ, რომ ისევ და ისევ მოატყუონ საზოგადოება და თავიანთი ბნელი ზრახვები დამალონ სხვადასხვა განცხადებების უკან. მაგალითისთვის, ჩვენ ვიცი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები 2022 წელს იყვნენ აქციაზე, აორგანიზებდნენ აქციას და ცდილობდნენ, რომ ჩამოეყალიბებინათ ტექნიკური მთავრობა, რა არასამთავრობოს საქმეა ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა,“- განაცხადა არჩილ გორდულაძემ. 

გორდულაძის თქმით,  ადამიანს, რომელიც ცდილობს, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები ცოცხლად დაწვას ამ ადამიანებს უწოდებენ გმირს და ცდილობენ, რომ ეს ადამიანები საზოგადოებას გმირად შეასაღონ, როდესაც ამ ქვეყანაში არსებობს ქაქუცა ჩოლოყაშვილი და სხვა არაერთი გმირი, ლაზარე გრიგორიადისი ვერასდროს ვერ გახდება გმირი.

„ასევე, ჩვენ გვახსოვს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები სოკოებივით წამოიზრდებიან ხოლმე, შემდეგ იღებენ დაფინანსებას სხვადასხვა უცხოური ფონდიდან და მერე ამ თანხებს ახმარენ მაგალითად- მოლოტოვის კოქტეილის სროლის რომანტიზებას. ადამიანს, რომელიც ცდილობს, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები ცოცხლად დაწვას ამ ადამიანებს უწოდებენ გმირს და ცდილობენ, რომ ეს ადამიანები საზოგადოებას გმირად შეასაღონ, როდესაც ამ ქვეყანაში არსებობს ქაქუცა ჩოლოყაშვილი და სხვა არაერთი გმირი, ლაზარე გრიგორიადისი ვერასდროს ვერ გახდება გმირი და რაც არ უნდა აფინანსონ უცხოურმა ფონდებმა და უცხოურმა ძალებმა, „ფიდ სთეითის“ წარმომადგენლებმა  ჩვენს ქვეყანაში  არასამთავრობო ორგანიზაციები, რა თქმა უნდა სამართალდამცავის და ზოგადად, ადამიანის დაწვაში ბრალდებულ და მსჯავრდადებულ ადამიანს ვერასდროს ვერ დაერქმევა გმირი,“-განაცხადა არჩილ გორდულაძემ. 

გორდულაძის თქმით,  საქართველოს მთავრობას ექნება შესაძლებლობა, რომ თუ გრანტის ხელშეკრულება შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ქართველი ხალხის ინტერესს მოემსახურება თანხმობა გასცეს და შესაბამისად ადამიანებმაც მიიღონ გრანტები.

„ჩვენი საკანონმდებლო ცვლილება მარტივია, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოში ასობით არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს, რომლებმაც კანონი დაიცვეს და გამჭვირვალობის რეესტრში დარეგისტრირდნენ, კეთილსინდისიერად დამორჩილდნენ კანონს და საქართველოში როცა ბედავს მაგალითად: ლომჯარია, კაპიტანი გიგაური და სხვა მისი დანი და ძმანი, რომ ისინი წარმოადგნენ საზოგადოებას, რაც აბსოლუტური ტყუილია, არავითარი ლეგიტიმაცია, რომ მათ არ გააჩნიათ ქართველი ხალხისგან და პირიქით მარგინალიზირებულები რომ არიან, ეს ადამიანებია ხლა რომ ცდილობენ, რომ საზოგადოების სახელით ილაპარაკონ ისინი, რეალურად, არც არასამთავრობო ორგანიზაცების არ წარმოადგენენ. ისინი ჩვეულებრივი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დანაყოფები არიან, როგორც საბჭოთა კავშირის დროს ან ნაცისტურ გერმანიაში, რომ არსებობდა პარტიული დანაყოფები, ზუსტად ანალოგია, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში „დიფ სთეითის“ მიერ დაორგანიზებული ე.წ არასამთავრობო ორგანიზაციები. საქართველოს მთავრობას ექნება შესაძლებლობა, რომ თუ გრანტის ხელშეკრულება შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ქართველი ხალხის ინტერესს მოემსახურება თანხმობა გასცეს და შესაბამისად ადამიანებმაც მიიღონ გრანტები, მაგრამ თუ არ შეესაბამება ქართველი ხალხის ინტერესს და ის და ისევ შეეცდებიან, რომ მილიონობით ლარები, დოლარები და ევროები ჩარიცხონ არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე და შემდეგ კარგი ლამაზი სახელით შეფუთონ  მათი აქტივობები და რეალურად მაგალითად „აკერმანის“ ტრენინგები დააორგანიზონ, სადაც ძალადობრივ და სისხლიან რევოლუციაზე დაატრენინგებენ ადამიანებს, გვახსოვს საზოგადოებას, მათ შორის, გამოჟონილი ჩანაწერებიც, სადაც ადამიანებს ასწავლიან თუ როგორ უნდაგამოიყენონ აქციაზე ბულდოზერები, ეს ყველაფერი , რა თქმა უნდა, იქნება ძირშივე აღკვეთილი და თუ მთავრობის თანხმობის გარეშე მიიღებს რომელიმე ფიზიკური თუ იურიდიული პირი გრანტს, მაშინ მას მოუწევს, რომ გადაიხადოს ჯარიმა გრანტის ღირებულების ორმაგი ოდენობით და ეს ყველაფერი, თანხმობის გაცემის ვალდებულება არ გავრცელდება, სპეკულაციები თავიდანვე ძირში, რომ იყოს აღკვეთილი,  სკოლებში ან უნივერსიტეტებში, თუ გრანტს იღებს მოსწავლე უცხოეთში სასწავლებლად წასვლის მიზნით, ასეთ გრანტებზე არ გავრცელდება მთავრობის მიერ თანხმობის  მიღება. ასევე, არ გავრცელდება სპორტთან დაკავშირებით გრანტებზე და ასევე საერთაშორისო ორგანიზაცია, თუ საერთაშორისო ორგანიზაციას ჩაურიცხავს კონკრეტულ თანხას,“- განაცხადა არჩილ გორდულაძემ. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა