აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ევროკავშირი აშშ-ისთვის ზიანის მიყენების მიზნით შეიქმნა.
„ქვეყნები გაერთიანდნენ, რათა შეექმნათ ერთგვარი მონოპოლიური ვითარება – გაერთიანებული ძალა აშშ-ის წინააღმდეგ ვაჭრობაში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ევროკავშირი ამერიკას ატყუებს ვაჭრობაში.
„ისინი არ იღებენ ჩვენს მანქანებს, არ იღებენ ჩვენს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს და მიუხედავად ამისა, მილიონობით მანქანას გზავნიან აშშ-ში. ასე აღარ იქნება. ეს არ არის სამართლიანი“, – აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.
Facebook Comments Box