პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი -სენატორ შაჰინის დემოკრატიული პარტიის ხელისუფლებას, წინა ადმინისტრაციის დროს ფული საქართველოში რევოლუციების მოწყობაში რომ არ ეხარჯა და ასეთი პროექტების ხელშეწყობაზე კონცენტრირებულიყო, იქნებ ამერიკელი ინვესტორიც დაინტერესებულიყო ანაკლიის პორტით

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება საქართველოსთვის ეროვნული ინტერესის საკითს წარმოადგენს,-ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, აშშ-ს წინა ადმინისტრაციას, ფული რევოლუციის მოწყობის მცდელობების მაგივრად, ამ პროექტის ხელშეწყობაში რომ დაეხარჯა, შესაძლოა, ამერიკელი ინვესტორიც დაინტერესებულიყო და ტენდერში მიერო მონაწილეობა.

„ამ პროექტზე ღია საერთაშორისო ტენდერი ერთი წლის წინ ჩატარდა. არც ერთ ამერიკულ კომპანიას ტენდერში მონაწილეობა არ მიუღია.

სენატორი შაჰინის დემოკრატიული პარტიის ხელისუფლებას, წინა ადმინისტრაციის დროს, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული საქართველოში რევოლუციების მოწყობაში რომ არ ეხარჯა და ასეთი პროექტების ხელშეწყობაზე კონცენტრირებულიყო, ვინძლო, იქნებ ამერიკელი ინვესტორიც დაინტერესებულიყო ანაკლიის პორტით“,-წერს პაპუაშვილი და სენატორ შაჰინის გამონათქვამს აქვეყნებს იმის შესახებ, რომ ანაკლიის პროექტის ჩინეთისთვის გადაცემა დიდი იმედგაცრუებაა.

May be an image of 1 person and text
Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა