სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ზუსტად ოთხასი წლის წინ, ხარება დღეს, მარტყოფის ველზე საქართველოს ბედი წყდებოდა. შაჰ-აბასი ქართველების ამოწყვეტის გეგმას ახორციელებდა.
ირანი მაშინდელი მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო იყო. ხოლო შაჰ-აბასი მისი უძლეველი მმართველი. მხოლოდ სასწაულს შეეძლო დაყოფილი და ერთმანეთზე გადამტერებული ქართველობის გადარჩენა და ეს სასწაული ღმერთმა მოგვივლინა.
შაჰ აბასის 30.000 რჩეული მეომრიდან მხოლოდ 3 ათასმა უშველა თავს გაქცევით. ქართველი ხალხი ამოწყვეტას გადაურჩა. ვერ გაიხაროს მტერმა ჩვენზედა, არც ოდეს გაუხარია!
ხარებას გილოცავთ!“
Facebook Comments Box