უცხოური მედია

„როიტერი“- ირანმა ჯარი სრულ საომარ მზადყოფნაში მოიყვანა

ირანის უმაღლესმა ლიდერმა აიათოლა ალი ჰამენეიმ ქვეყნის შეიარაღებული ძალები საომარ მზადყოფნაში მოიყვანა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის მიერ გაისმა მუქარა, რომ ირანს დაბომბავა. ინფორმაციას „როიტერი“ ირანის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

თეირანი ასევე აფრთხილებს ერაყს, კუვეიტს, თურქეთს, ბახრეინსა და კატარს, რომ ირანზე განხორციელებული თავდასხმისთვის ნებისმიერი ხელშეწყობა, მათ შორის, მათი საჰაერო სივრცის ან ტერიტორიების გამოყენება აშშ-ის სამხედროების მიერ, განხილული იქნება, როგორც ირანის მიმართ აგრესია.  მსგავსი ქმედებები კი, ამ ქვეყნებისთვის სერიოზული შედეგების მომტანი იქნება. 

ირანელი მაღალჩინოსნის თქმით, ირანი უარს აცხადებს აშშ-სთან პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოებაზე , მაგრამ ვაშინგტონთან ომანის მეშვეობით, არაპირდაპირ საუბარზე თანახმაა. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა