პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი – “ქაშუეთიდან ლოცვიდან გამოსულს ტელეფონმომარჯვებული მანქურთი შემოგვხვდა მონა-მონას ძახილით და მიიღო კბილებში..

ქაშუეთიდან ლოცვიდან გამოსულს ტელეფონმომარჯვებული მანქურთი შემოგვხვდა მონა-მონას ძახილით და მიიღო კბილებში…იყოს ჭკუის სასწავლებელი, რომ აღარავის გაუბედოთ მსგავსი- ამის შესახებ მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წარმომადგენელი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ქაშუეთიდან ლოცვიდან გამოსულს ტელეფონმომარჯვებული მანქურთი შემოგვხვდა მონა-მონას ძახილით და მიიღო კბილებში…

იყოს ჭკუის სასწავლებელი, რომ აღარავის გაუბედოთ მსგავსი! ჩვენ არავის თავს არ ვესხმით, მეტიც ზედმეტად ბევრს ვითმენთ!!!

იცოდეთ, რომ შეურაცხყოფაზე რეაქცია აუცილებლად გვექნება!”- წერს ვატო შაქარიშვილი.

მანამდე, “მთავრი არხის” ჟურნალისტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას ვატო შაქარიშვილი და გოგა ხაინდარავა თავს დაესხნენ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა