პოლიტიკა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის გადახედვის პროცესი დაიწყოს

“საკითხი დევს მაგიდაზე” – ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის გადახედვის პროცესი დაიწყოს.

“ეს საკითხი (ვიზალიბერალიზაციის გადახედა) მაგიდაზე დევს და სჭირდება 15 წევრი ქვეყნის თანხმობა პროცესის დასაწყებად” – განაცხადა მარკუს ცაჰკნამ “ევროსკოპის” მთავარი რედაქტორის კითხვის საპასუხოდ.

მისი თქმით, ესტონეთს ათობით ქართველი მაღალჩინოსანი სანქციების ქვეშ ჰყავს:

ესტონეთს უკვე ათობით მაღალჩინოსანი ჰყავს სანქციების ქვეშ მოქცეული ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის ჩათვლით. მოვუწოდებთ ევროკავშირს, დაიწყოს პროცესი ვიზალიბერალიზაციის გადახედვაზე, ეს საკითხი დევს მაგიდაზე და სჭირდება 15 წევრი ქვეყნის თანხმობა პროცესის დასაწყებად, რათა მოეთხოვოს რეჟიმს, შეცვალოს მისი ქცევა.” – განაცხადა მარკუს ცაჰკნამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა