უცხოური მედია

„რადიო თავისუფლების“ ხელმძღვანელი – იძულებული ვართ, „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ პერსონალის დიდი ნაწილი უხელფასო შვებულებაში გავუშვათ 

„რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ (RFE/RL) პრაღის სათავო ოფისის თანამშრომლების ნაწილი დროებით უხელფასო შვებულებაში გაუშვეს.

ამის შესახებ სოციალურ ქსელ „იქსში“ „რადიო თავისუფლების“ ხელმძღვანელი სტივენ კაპუსი წერს.

მისი ცნობით, დაპირების მიუხედავად, მედიასაშუალებას ამ დრომდე არ მიუღია აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოსგან კონგრესის მიერ ავტორიზებული დაფინანსება.

„ერთ-ერთი ყველაზე რთული დღე „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ საამაყო ისტორიაში. ჩვენ იძულებულები ვართ, უხელფასო შვებულებაში გავუშვათ პერსონალის დიდი ნაწილი. დაპირების მიუხედავად, აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო განაგრძობს კონგრესის მიერ დამტკიცებული საოპერაციო დაფინანსების დაკავებას. ჩვენ ცოცხლები ვართ, ვემსახურებით აუდიტორიას შემცირებული პერსონალითა და დაფინანსებით“, – წერს „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ პრეზიდენტი.

„რადიო თავისუფლებას“, „ამერიკის ხმას“ და აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ სხვა მედიასაშუალებებს აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო ზედამხედველობს.

მანამდე აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დროებით შეაჩერა „რადიო თავისუფლების“ დახურვა. კერძოდ, აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დააკმაყოფილა „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ მოთხოვნა და აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) მიერ საგრანტო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მოქმედება დროებით შეაჩერა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა