თინა ხიდაშელი ყოფილი პოლიტპატიმრის, გიორგი ზერეკიძის, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოსვლას ეხმიანება.
„გიორგი ზერეკიძის დაკითხვის საკმაოდ დიდ ნაწილს ვუსმინე. სულ არაფერს რომ ვუყურებდე ტელე ეთერში ეს აუცილებლად უნდა მენახა. 14 წლის პატარა ბიჭის საქმე, რომელსაც მთელი სახელმწიფო დაუპირისპირდა და გავეშებული ებრძოდა პოლიცია-პროკურატურითა და პროპაგანდის უბინძურესი მეთოდებით ყველა მას მერე და მანამდე მომხდარი სახელმწიფო ძალადობის ყველაზე დიდი შავი წერტილია ჩემთვის.
ხოდა მაინც კიდევ ერთხელ გასამეორებლად, დღეს დარბაზში თვალებს რომ ატრიალებდა ხალხი რომელიც ზუსტად იმ დროს როცა ეს სისატიკე ხდებოდა
– შსს-ს საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე იყო;
– მინისტრის მოადგილე იყო;
– სააკაშვილის დანიშნული ელჩი იყო;
გავაგრძელო…“,-წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.