პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა საქართველოს შესახებ კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში პრესკონფერენციაზე საქართველოზე დასმულ შეკითხვაზე პრესსპიკერმა ტემი ბრიუსმა განაცხადა, რომ შეკითხვას დაუბრუნდება და პასუხი ექნება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს შეკითხვა დაუსვეს, ჰქონდა თუ არა ტრამპის ადმინისტრაციას კომუნიკაცია საქართველოში მმართველ პარტიასთან? საპასუხოდ ტემი ბრიუსმა აღნიშნა, რომ ამ კითხვას დაუბრუნდებოდა.

„მე მსურს ამაზე გიპასუხოთ. ჩვენ ამას დავუბრუნდებით და თქვენთვის პასუხი გვექნება“, – აღნიშნა ტემი ბრიუსმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოსთან დაკავშირებით ტემი ბრიუსს აღარ უსაუბრია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა