ხათუნა ხოფერია ეხმაურება გენერალ ზაზა გოგავას განცხადებას, რომ კოდორის მოსახლეობის გაფრთხილება მას ევალებოდა, თუმცა „არის ხანდახან ამბავი, რომ ერთმა კაცმა უნდა გააკეთოს და ვერ შევძელი ამდენი“.
„კაცია- ადამიანი?!…
არა, ყველა ორფეხა არსება ადამიანად ვერ იწოდება!
დიახ, ის არის ცხოველი, ერთი უბრალო მიზეზის გამო, მას არა აქვს გონი, სინდისი და სირცხვილის განცდა…
ამ ცხოველს სჯერა, რომ შეუძლია კამეჩივით მოფუნოს სახალხოდ და ამის გამო არავინ გაკიცხავს, არავინ მოსთხოვს პასუხს, არავინ შეწუხდება, არავინ დაზარალდება. უფრო მეტიც, ყველა დაიჯერებს, რომ ეს იყო ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება…
ჰოდა, შე არაკაცო, ერთი რამ იცოდე, ყველას გვახსოვს კოდორისკენ მიმავალი, იარაღით დატვირთული ეშელონები. კამუფლიაჟების შიგნით უკვე გაყიდული, ზოგიც ჩამოწერილი ტექნიკა! Война все спишет!- პრინციპით წარმოებული იარაღის ბიზნესები! კოდორი წინასწარ მზადდებოდა შავ ბაზარზე გაყიდული იარაღის გასაპრავებლად!
და ზოგადად! 2008 წლის ომის დანაშაულობების გამოძიებისას, “ პარტნიორების” პოლიტიკურ დაკვეთებთან ერთად, ცალკე უნდა იქნეს შესწავლილი იარაღის შავი ბიზნესის თემები!
მადლობა თეას! ვენდობით და ამ ნდობით გავყვებით ბოლომდე სიმართლისთვის, სამართლიანობისთვის, საქართველოს მტრების წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაში“,-წერს ხათუნა ხოფერია.