“კომისიის სხდომაზე, ყველა დაბარებულმა უნდა გასცეს პასუხი კითხვას-გაიმარჯვა თუ არა 2008 წლის ომში სააკაშვილის ხელისუფლებამ? კი თუ არა? ,-ამის შესახებ ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დროა, დასრულდეს ტვინების გამორეცხვის და შავზე თეთრის ძახების ეპოქა, რადგან უკრაინა, რომელმაც ტავისი ტერიტორიების უზარმაზარი ნაწილი დაკარგა, აპირებს, კაპიტულაცია გამარჯვებად გამოაცხადოს.
„ამ კითხვას უნდა უპასუხოს ყველამ! ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რატომ აცეკვეს და ამღერეს მთელი საქართველო, ჩვენი დაღუპული მეომრების ცხედრებზე?! ვინ ზეიმობდა სამარცხვინო მარცხს?! ვინ დაიჯერა, რომ დაკარგული ტერიტორიები, დახოცილი მშვიდობიანი მოსახლეობა, უპირობა კაპირულაცია- გამარჯვებაა?!..,
დიახ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ ცდილობდა ერის ღალატის, სხვა ქვეყნის დაკვეთის შესრულების, ქართველების და ოსების ჩახოცვის ფაქტების გამარჯვებად მონათვლას!!! ჩვენ უნდა ვიცოდეთ მათი სახელები და უნდა დავსაჯოთ ამისთვის! ეს უნდა გახდეს სამაგალითო მთელი მსოფლიოსთვის და პირველ რიგში უკრაინისთვის!!!
ამერიკის პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივასაც იგივე საფრთხე ემუქრება! უკრაინა, რომელმაც დაკარგა ლნრ- ის 90%, დნრ-ის 70-75%, ზაპოროჟიე და ევროპის ბეღელად წოდებული მიწების დიდი ნაწილი, ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე… გამარჯვების ზეიმისთვის ემზადება!!!
უკრაინაც გამარჯვებულია, თურმე… ჩვენ უნდა შევძლოთ და წერტილი დავუსვათ ადამიანების ტვინების გამორეცხვის, შავზე თეთრის ძახილის, ტყუილებისა და ილუზიების ეპოქას! ჩვენ ამას შევძლებთ! ჩვენ ეს უკვე შევძელით!“,-წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.