პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე ნინო ზაუტაშვილსა და ლაშა ტუღუშზე: საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებმა რომ კერძო ფონდიდან ხელფასები აიღეს, არავინ აპირებს რეაგირებას?! იქნებ არხის მმართველობამ მკაფიო განმარტებები გააკეთოს, აქვს თუ არა სამეურვეო საბჭოს წევრს უფლება, კერძო ფონდებიდან ხელფასი აიღოს?

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებმა რომ კერძო ფონდიდან ხელფასები აიღეს, არავინ აპირებს რეაგირებას ამაზე?! – წერს “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, რითაც ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას “საზმაუს მცველების” ნინო ზაუტაშვილისა და ლაშა ტუღუშის უკანონო შემოსავლების შესახებ. ქადაგიძე მიიჩნევს, რომ არხის მმართველობამ მკაფიო განცხადება უნდა გააკეთოს, აქვს თუ არა სამეურვეო საბჭოს წევრს უფლება, კერძო ფონდიდან ხელფასი აიღოს დ თუ არ აქვს, მაშინ ამ კანონდარღვევას რა პასუხი გაეცემა.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებმა რომ კერძო ფონდიდან ხელფასები აიღეს, არავინ აპირებს რეაგირებას ამაზე?! იქნებ, არხის მმართველობამ, მკაფიო განმარტებები გააკეთოს – აქვს თუ არა სამეურვეო საბჭოს წევრს უფლება, კერძო ფონდებიდან ხელფასი აიღოს? თუ არ აქვს უფლება, რას აპირებთ ამ კანონდარღვევაზე? ცალკე პარადოქსი ის არის, რომ საბჭოს ეს წევრები(ზაუტაშვილი,ტუღუში) სოროსის ფონდიდან, ხელფასებს იღებენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის და ზოგადად, სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიებში!” – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა