Uncategorized

„ქრონიკამ“ მოიპოვა ინფორმაცია იმ ადამიანების სავარაუდო უკანონო შემოსავლებზე, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ე.წ. მცველებად წარმოაჩენენ თავს. მათ შორის არიან ნინო ზაუტაშვილი, ლაშა ტუღუში… ყველაზე მსხვილი დონორი კი „სოროსის ფონდია“

„ქრონიკას“ წყარომ იმ ადამიანების სავარაუდო უკანონო შემოსავალზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ე.წ. მცველებად წარმოაჩენენ თავს.

ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მსხვილი დონაციები „სოროსის ფონდს“ აქვს გაკეთებული. „რეალური სივრცის“ წამყვანს, ნინო ზაუტაშვილს 2020-2024 წლებში, ხელფასის გარდა, სხვადასხვა ორგანიზაციიდან მიღებული აქვს 152 407 ლარი და 960 დოლარი. მათ შორის ზაუტაშვილს თანხა მიღებული აქვს ვასილ ივანოვ ჩიქოვანის მეუღლის სარეკლამო კომპანიიდან, 38 200 ლარის ოდენობით.

„რეალური სივრცის“ თანამშრომელმა, გურანდა გოგოჩაშვილმა 2024 წელს მიიღო 71 899 ლარი, 2022-24 წლებში მან ასევე თავის თანამშრომელს, ტუხა კვინიკაძეს, რომელიც რეგისტრირებულია ინდმეწარმედ, 69 312 ლარამდე თანხა გადაურიცხა. ამავე გადაცემის კიდევ ერთ თანამშრომელს, თამარ მშვენიერაძეს სხვადასხვა ორგანიზაციიდან მიღებული აქვს 167 937 ლარი. მშვენიერაძეს 2021-2025 წლებში საკუთარ ანგარიშზე შეტანილი აქვს ნაღდი ფულიც – 78 630 ლარი.

ამავე ინფორმაციით, ლაშა ტუღუშს აფინანსებს ასევე სხვადასხვა ორგანიზაცია და მას 2022 წლიდან მიღებული აქვს 484 102 ლარი.

„ქრონიკა“ თემაზე მუშაობას განაგრძობს და ცდილობს მხარეთა პოზიციები მოიპოვოს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა