მაისის ბოლოსთვის 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს განიხილავენ, კომისიის წინაშე დასმულ კითხვებს სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, ომის ვეტერანი, ლაშა ქოიავა, პასუხობს.
ლაშა ქოიავას განცხადებით, 2008 წელს უკვე ინტენსიური მეცადინეობები მიდიოდა და თებერვალში უკვე იცოდა, რომ სადღაც გაზაფხულზე შეიძლება დაწყებულიყო საბრძოლო მოქმედებები, გაზაფხულის ბოლოს, მაისი-ივნისის დასაწყისში.
„2008-ში ინტენსიური მეცადინეობები მიდიოდა, იმიტომ რომ იქნებოდა მალე საბრძოლო მოქმედებები. თებერვალში უკვე ვიცოდი, რომ სადღაც გაზაფხულზე შეიძლება დაწყებულიყო საბრძოლო მოქმედებები, გაზაფხულის ბოლოს, მაისი-ივნისის დასაწყისში. იმიტომ, რომ შესწავლილი მქონდა შიდა ქართლის სამინისტროს შესაძლებლობები და აგრეთვე, დასავლეთ საქართველოს სამინისტროს შესაძლებლობები. რამაც მაშინ საკმაოდ დამთრგუნველი შთაბეჭდილება დატოვა. მე დამისვეს ამოცანა, რომ საველე ჰოსპიტალი ქმედითი ყოფილიყო მაისის ბოლოსთვის. სახმელეთო ჯარების სარდალმა დამავალა ეს. მეცადინეობები მიდიოდა ყოველდღიურ რეჟიმში გეგმის მიხედვით,“- განაცხადა ლაშა ქოიავამ.