პოლიტიკა

ლაშა ქოიავა მიხეილ სააკაშვილზე: აქ მოხდა ის, რომ პრეზიდენტი გაიქცა, ჯარმა ეს დაინახა, რამაც გამოიწვია სერიოზული დემორალიზაცია ჯარში

მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში რაღაცნაირად არ იგრძნობოდა. ის არ იტვირთავდა თავს, ბოროტად არ იყენებდა თავის თანამდებობას ჯართან ურთიერთობისთვის. იგნორირება ჰქვია, თუ უკადრისობა არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასე იყო, – განაცხადა სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ომის ვეტერანმა, ლაშა ქოიავამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების და 2008 წლის აგვისტოს ომის განხილვა მიმდინარეობს.

ქოიავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩამოსულიყო საბრძოლო მოქმედებათა თეატრზე, არც ის, არც მინისტრი, არც გაერთიანებული შტაბის უფროსი იქ არ უნდა ყოფილიყვნენ, ისინი უნდა ყოფილიყვნენ თბილისში, თავიანთ კაბინეტებში და ემართათ მასშტაბურად ის, რაც მათ ევალებოდათ თავიანთი ფუნქციური მოვალეობებიდან გამომდინარე.

„მისი გამოჩენა ამ საბრძოლო მოქმედებებთან მოხდა ჩემთვის, მაშინ, როცა მივედი საველე შტაბში გარკვეულ საქმეზე. „კაკლები“ ჰქვია ადგილს იქ იყო შტაბი გაშლილი. იქ ერთ-ერთმა ოფიცერმა მითხრა, რომ პრეზიდენტი გაიქცა. როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეს ადამიანს თავისი პრეზიდენტის, უმაღლესი მთავარსარდლის მიმართ, პიროვნული, აქ არის ერთი მომენტი, რომ უმაღლესი მთავარსარდალი, პრეზიდენტი გაიქცა. ეს მთელი მოვალეობები, რომლებიც მან უნდა შეასრულოს, ვინ შეასრულებს?! რასაკვირველია ის საქართველოდან არ გაქცეულა, ჩვენ ეს არ ვიცოდით, არც ტელევიზორი გვქონდა, არც ინტერნეტი. სად წავიდა, რა გააკეთა, ჩვენმა სამხედროებმა დაინახეს, რომ ჩვენი პრეზიდენტი, რომელიც ჩამოვიდა გორში, რატომ ჩამოვიდა, რისთვის ჩამოვიდა კაცმა არ იცის. ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩამოსულიყო საბრძოლო მოქმედებათა თეატრზე, არც ის, არც მინისტრი, არც გაერთიანებული შტაბის უფროსი იქ არ უნდა ყოფილიყვნენ, ისინი უნდა ყოფილიყვნენ თბილისში, თავიანთ კაბინეტებში და ემართათ მასშტაბურად და გლობალურად ის, რაც მათ ევალებოდათ თავიანთი ფუნქციური მოვალეობებიდან. მაგრამ ისინი იყვნენ იქ, აქ მოხდა ის, რომ პრეზიდენტი გაიქცა, ჯარმა ეს დაინახა და მაშინვე გავრცელდა ელვისებურად, რამაც გამოიწვია სერიოზული დემორალიზაცია ჯარში“, – განაცხადა ლაშა ქოიავამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა