სამართალი

გურამ მაჭარაშვილი: საგამოძიებო კომისია მოიძიებს მტკიცებულებებს იმ პოლიტიკურ ხელმძღვანელებზე, რომელთა მიმართაც პრეტენზიები საზოგადოებაში აგვისტოს ომის დაწყების დროიდან არსებობდა

x

„როგორც დავპირდით საზოგადოებას, „ნაცმოძრაობა“, როგორც დამნაშავე რეჟიმი, საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის მიერ უნდა შეფასებულიყო, რათა ის პოლიტიკური პარტია, რომლის მიერ დანაშაულებრივი სისტემის შექმნაში ეჭვი არა მხოლოდ ქართულ მართლმსაჯულებას, არამედ, საერთაშორისო მართლმსაჯულებასაც არ ეპარება, სტრასბურგის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სახით, სადაც პირდაპირ წერია, რომ „ნაცმოძრაობის“ დროს ადგილი ჰქონდა სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებს, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს“, – განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისია მოიძიებს მტკიცებულებებს იმ პოლიტიკურ ხელმძღვანელებზე, რომელთა მიმართაც არსებობდა პრეტენზიები საზოგადოებაში აგვისტოს ომის დაწყების დროიდან.

„საზოგადოება ყოველდღიურად რწმუნდება, რომ მტკიცებულებები იმაზე მეტია, ვიდრე საჭიროა, იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობის“ გაუქმების საკითხი დადგეს.

რაც შეეხება კონკრეტულად აგვისტოს ომის საკითხს, ჩვენ არ ვიძიებთ იმას, რაც გამოიძია და დაადგინა ჰააგის სასამართლომ. ზოგადად, ჰააგის სასამართლოში იძიებენ ომის დანაშაულს, ხოლო სტრასბურგში – რამდენად იყო ადამიანის უფლებები დარღვეული ომის დროს (სხვათა შორის, ეს ორივე სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ მოვიგეთ „ნაცმოძრაობის“ მიერ დაკარგული მტკიცებულებების საფუძველზე, რომლებიც ჩვენ მოვიპოვეთ). ჩვენი საგამოძიებო კომისია კი მოიძიებს მტკიცებულებებს იმ პოლიტიკურ ხელმძღვანელებზე, რომელთა მიმართაც, ზოგადად, არსებობდა პრეტენზიები საზოგადოებაში ომის დაწყების დროიდან“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა