აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების მიზნით აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, სადაც უცხოელების მიერ ამერიკულ არჩევნებში ფულის ხარჯვაზეა საუბარი. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
„ფედერალური კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ფედერალურ, სახელმწიფო ან ადგილობრივ არჩევნებში რამე ფულადი შენატანის ან დანახარჯების გზით მონაწილეობას უკრძალავს. თუმცა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონში არსებული ხვრელები გამოიყენეს, ირიბი შემოწირულებების მეშვეობით არჩევნებში მილიონობით დოლარი დახარჯეს. ჩვენს საარჩევნო პროცესში ამგვარი უცხოური ჩარევა ძირს უთხრის საარჩევნო უფლებას და ამერიკელების უფლებას მართონ საკუთარი რესპუბლიკა“, – ნათქვამია ბრძანებაში.
აქედან გამომდინარე, ტრამპმა ქვეყნის გენერალური პროკურორსა და ხაზინის დეპარტამენტს ზემოაღნიშნული კანონის და სხვა ქვემდებარე კანონების დაცვა დაავალა, რათა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ამერიკის არჩევნებში ფულის დახარჯვაში ხელი შეეშალოთ.