დიდ დიღომში მდებარე მრავალფუნქციურ ცენტრში კაფეს მოსაწყობად ფართის იჯარით გაცემაზე ინტერესთა გამოხატვა ცხადდება, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
„გასული წლის ოქტომბერში დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის 18ა-ში გაიხსნა მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი, სადაც არის ორი საცურაო აუზი, ტანვარჯიშის დამოუკიდებელი დარბაზი, საკალათბურთო, ფრენბურთის, საჭიდაო დარბაზები, კრივისთვის განკუთვნილი სივრცე და ასე შემდეგ. აღნიშნული მულტიფუნქციური ცენტრით, ყოველთვიურად, 3 000-მდე ბენეფიციარი სარგებლობს. პროექტში გათვალისწინებული არის ასევე კაფეს პროექტი. გვაქვს კონკრეტული სივრცე და გვინდა, აქაც გამოვაცხადოთ ინტერესთა გამოხატვა, ფართი გავცეთ იჯარით, კაფეს მოწყობის ვალდებულებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მიმართა ბიზნესსექტორს, დაინტერესდეს აღნიშნული წინადადებით და ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა მიიღოს.