აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გამართული მოლაპარაკებების შესახებ განცხადება არ გამოქვეყნდება, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებები შეეხებოდა ტექნიკური დეტალების დაზუსტებას, შესაბამისად, მათი გამოქვეყნება მიზანშეწონილი არ არის.
„საუბარია ტექნიკურ მოლაპარაკებებზე. ეს იყო დეტალებით დატვირთული ტექნიკური მოლაპარაკებები, ამიტომ ამ მოლაპარაკებების გასაჯაროება არ მოხდება. ამას ნუ ელოდებით“, – აღნიშნა პესკოვმა.
როგორც კრემლის პრესმდივანმა დასძინა, დელეგაციებმა უკვე მოამზადეს შესაბამისი ანგარიშები ქვეყნების მეთაურებისთვის, რომლებიც მათ შესწავლას დაიწყებენ.
ცნობისთვის, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებმა ერ-რიადში 12-საათიანი მოლაპარაკებები გუშინ გამართეს.
Facebook Comments Box