პოლიტიკა

ლომჯარია, გეგუჩაძე და სხვა რადიკალები მადლობას უხდიან გერმანიის საგარეო უწყებას ქართველი ოფიციალური პირებისთვის ქვეყანაში შესვლაზე დამატებითი აკრძალვების შემოღებასთან დაკავშირებით

გერმანიის საგარეო უწყებამ გუშინ, სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ გერმანიამ დამატებითი აკრძალვები შემოიღო იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დარბევებზე.

აღნიშნულ პოსტს ქართველი რადიკალების მხრიდან სამადლობელი კომენტარები მოჰყვა.

მარიამ გეგუჩაძე, ნინო ლომჯარია, მარიკა მიქიაშვილი და სხვები მადლობას უხდიან უწყებას მხარდაჭერისთვის და ამასთან, იმედს გამოთქვამენ, რომ სიაში ქვეყნის პრემიერი, ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იქნებიან.

ასევე კომენტარებში წერენ, რომ ქვეყანაში შესვლის აკრძალვები კარგია, მაგრამ არა საკმარისი და რომ ფინანსური სანქციები ყველაზე ეფექტური გზაა ხელისუფლების დასამხობად.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,953,633 ნახვა