Uncategorized

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთს სტამბოლის მერის დაკავების გამო აკრიტიკებს – „ქვეყანა, რომელიც საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავს, კანონის უზენაესობას უნდა ემხრობოდეს“

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელ X-ში განცხადება გაავრცელა, რომელშიც თურქეთის ხელისუფლება სტამბოლის ოპოზიციონერი მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავების გამო აკრიტიკებს.

„თურქეთის სწრაფვა ევროკავშირში წევრობისკენ ცარიელ სიტყვებად რჩება იმის გათვალისწინებით, თუ რა ღონისძიებები ტარდება იმამოღლუსა და სხვების წინააღმდეგ. პოლიტიკური კონკურენტები ციხეში არ უნდა ისხდნენ და სასამართლოს წინაშე არ უნდა წარდგნენ. ქვეყანა, რომელიც საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავს, კანონის უზენაესობას უნდა ემხრობოდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

სტამბოლის მერი, რომელიც თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მიიჩნევა, 19 მარტს, გამთენიისას საკუთარ სახლში დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება ორ საქმეზე მიმდინარეობს. იმამოღლუს კორუფციასა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობაში ედება ბრალი. გამოძიების ფარგლებში სულ დაკავებულია 100-ზე მეტი ადამიანი. მერის დაკავებას თურქეთის მსხვილ ქალაქებში მრავალათასიანი მიტინგები მოჰყვა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,953,148 ნახვა