„მე დავა არ დამიწყია 2012 წლის შემდეგ. როგორც კი დამაპატიმრეს, ჩემი კომპანია „მაგნატი“ გააკოტრეს, მეორეს, ამ სააქციო საზოგადოებას, 5 მილიონი დოლარი ვალი დაუტოვეს“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პატიმარმა, ჯემალ ლეონიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. ლეონიძე აცხადებს, რომ ის წერდა ზურაბ ადეიშვილს, არ ამოეშალათ კომპანია რეესტრიდან, თუმცა საბოლოოდ კომპანია მაინც გაკოტრდა.
„მე ვწერდი ბატონ ადეიშვილსაც, გაკოტრების მმართველებს, რომ კომპანიას აქვს კონკრეტული ქონებები და კრედიტორთა მოთხოვნით, ჩემი განცხადების საფუძველზე, ნუ გააუქმებთ კომპანიას, ნუ ამოშლით რეესტრიდან, რომ კრედიტორებმა მიიღონ თანხა. სხვათა შორის, სახელმწიფოს ბიუჯეტში დარჩა გადასახდელი 70 ათას ლარამდე „მაგნატს“. მოსამართლემ არაფრად არ მიიღო არაფერი და მაინც გაკოტრდა ის კომპანია, რომელზეც დღესაც მაქვს დავა 2009 წლიდან მოყოლებული, 27 მარტს ჩანიშნა ძალიან კარგმა მოსამართლემ პროცესი და სავარაუდოდ საჯარო რეესტრიდან ამოშლილი „მაგნატი“ უნდა აღდგეს ამ გადაწყვეტილებით“,-აღნიშნა ლეონიძემ.