Uncategorized

ბელარუსში ლუკაშენკოს ინაუგურაცია ჩატარდა

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონია შედგა. ინფორმაციას ბელარუსული მედია ავრცელებს.

ლუკაშენკომ პრეზიდენტის რანგში ახალი ფიცი დადო. ინაუგურაციის ცერემონია მინსკის დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა. ღონისძიებას ათასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.

ცნობისთვის, ბელარუსში 26 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ქვეყნის ცესკოს თანახმად, არჩევნებში ლუკაშენკომ ხმათა 86,82% გაიმარჯვა. ლუკაშენკო ქვეყანას 1994 წლიდან მართავს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა