საზოგადოება

სტადიონზე უბილეთოდ რომ შეიპარნენ ბავშვები, ჯილდოები დავკიდეთ და ტელეშოუები მოვუწყეთ, პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილები რომ ესროლეს, გმირები ვუწოდეთ, განსხვავებული აზრის ადამიანებს უბინძურეს სიმღერებს რომ უმღერიან, პროგრესულები ვუწოდეთ- ბექა ფარჯველიანი

თბილისის სტადიონზე, მატჩის შემდეგ მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც მოზარდები სტადიონზე გადავიდნენ და სომეხ გულშემატკივრებს დაუპირისპირდნენ, სოციალური ქსელის მომხმარებელი ბექა ფარჯველიანი ეხმაურება და წერს:

სტადიონზე უბილეთოდ რომ შეიპარნენ ბავშვები, ჯილდოები დავკიდეთ და ტელეშოუები მოვუწყეთ…

პოლიციელებს ქვები და მოლოტოვის კოქტეილები რომ ესროლეს, გმირები ვუწოდეთ და ტელევარსკვლავებად ვაქციეთ…

პოლიციელს სახეში რომ გაარტყეს, წამებულის მანტია მოვასხით და ქართველი ქალის სახეხატი შევქმენით…

ახალგაზრდები ქუჩაში შუა თითს რომ იშვერენ, განსხვავებული აზრის ადამიანებს აგინებენ და უბინძურეს სიმღერებს უმღერიან, პროგრესულები ვუწოდეთ…

სამაგიეროდ,

პატრიარქს უწმინდური ვეძახეთ…

ათასგზის მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონებს უტვინოები და მოღალატეები…

მორწმუნე სპორტსმენებს ჩამორჩენილები…

ტრადიციების და ქართული კულტურის მატარებლებს რეტროგრადები და საბჭოთა გადმონაშთები…

მშობლები შეარცხვინეთ და ზურგი აქციეთო…

რაღატომ გიკვირთ ვინმეს უზრდელობა?

დარჩა კი ვინმე ახალგაზრდისთვის სამაგალითო?

მშობელი?

სკოლა?

სპორტსმენი?

ეკლესია?

ისტორია?

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,953,026 ნახვა