აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისსა და ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა შეუზღუდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
„მივედი დასკვნამდე, რომ ამ პირებისთვის გასაიდუმლოებულ ინფორმაციასთან წვდომა ეროვნულ ინტერესებს აღარ შეესაბამება“, – ნათქვამია დოკუმენტში.
მანამდე ტრამპმა საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა შეუზღუდა ჯო ბაიდენსა და მისი ოჯახის წევრებს.
სიაში ასევე არიან სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები. მათ შორის, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რესპუბლიკელი კონგრესმენები ლიზ ჩენი და ადამ კინზინგერი. ასევე ტრამპის პირველი ადმინისტრაციის პერიოდში რუსეთის საკითხებში მრჩეველი ფიონა ჰილი და ჯეიკ სალივანი.
ცნობისთვის, 2021 წელს, აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს, როგორც თავის წინამორბედს, დაზვერვის მონაცემებზე წვდომა შეუზღუდა.