პოლიტიკა

ბაიდენს  სურს, პოლიტიკაში დაბრუნდეს და დემოკრატებს დაეხმაროს

82 წლის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი მეუღლე ჯილი დემოკრატიულ პარტიას დახმარებას სთავაზობენ. ინფორმაციას NBC საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბაიდენს სურს, დაეხმაროს დემოკრატებს, რომლებიც ტრამპის პერიოდში პოლიტიკურ პოზიციებს კარგავენ.

ბაიდენი ასევე მზადაა, მოიზიდოს ფინანსური სახსრები საარჩევნო კამპანიისთვის. თუმცა, ექს-პრეზიდენტის შეთავაზებას საპასუხო ენთუზიაზმი არ მოჰყოლია, რადგან ბევრს მიაჩნია, რომ სწორედ მისი ბრალია არჩევნებში დემოკრატების მარცხი. 

ამასთან, გამოცემა სხვა შეხედულებებზეც საუბრობს: ბაიდენს ძველებურად პატივს სცემენ და მას შეუძლია, პარტიას სარგებელი მოუტანოს მიტინგებით სხვადასხვა რეგიონებში, მაგალითად, მშობლიურ პენსილვანიაში. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,952,165 ნახვა