თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ ცდილობს საკუთარი შეცდომების დაფარვას და ხალხის მოტყუებას „თეატრალური წარმოდგენებით“.
„მათ იმდენად დაკარგეს წონასწორობა, რომ უკვე თავს ესხმიან ჩვენს პოლიციას, ემუქრებიან მოსამართლეებსა და პროკურორებს. თუ ყურადღებას მიაქცევთ, „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ და მისი მედია არ და ვერ პასუხობენ ვერც კორუფციის, ქურდობის საკითხს და ვერც დიპლომის საკითხს. ამის ნაცვლად, ისინი ირჩევენ ადვილ გზას – საკუთარი მხარდამჭერების პროვოცირებასა და ხალხის მოტყუებას საკითხის პოლიტიკურ სლოგანებამდე დაყვანით“, – განაცხადა ერდოღანმა ანკარაში გამოსვლისას, მას შემდეგ, რაც მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი, სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ დააკავეს.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, „ რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ პრობლემები არ არის ქვეყნის პრობლემები.
„ჩვენ, პირადად, როგორც პარტიას ან ალიანსს, ოპოზიციის თეატრალურ წარმოდგენებზე გასაფლანგი დრო არ გვაქვს“, – დასძინა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.