წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღეს პირველად განიხილა ბიზნესზე ზეწოლის და წამების ერთ-ერთი საქმე, რომელიც ეხებოდა ტრაგიკულად დაღუპულ ბიზნესმენ ბესო ხარძიანს. დაიკითხა მისი შვილი. პირადად ჩემთვის გაუსაძლისი იყო ამის მოსმენა. შვილმა პირდაპირ დაასახელა თუ ვინ იყო მამამისის წამების და მკვლელობის დამკვეთი, მან ხელი გიორგი უდესიანს დაადო, ასევე ციხის დირექტორს “ქილერას” და ციხის სხვა თანამშრომლებს, – წერს ნინო ფოჩხუა.
როგორც მან აღნიშნა, 2003-2012 წლებში მთელი სახელისუფლო ვერტიკალი მოქმედებდა ბიზნესის და ბიზნესმენების წინააღმდეგ, სადაც ჩართულნი იყვნენ ბანკებიც და ნოტარიუსებიც.
მისივე თქმით, აი, ასეთ ქვეყანას აშენებდა მიხეილ სააკაშვილი და დღეს ასეთი საქართველოს დაბრუნებაზე იბრძვიან ჩვენი უცხოელი და შინაური მტრები. „წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღეს პირველად განიხილა ბიზნესზე ზეწოლის და წამების ერთ-ერთი საქმე, რომელიც ეხებოდა ტრაგიკულად დაღუპულ ბიზნესმენ ბესო ხარძიანს. დაიკითხა მისი შვილი.
პირადად ჩემთვის გაუსაძლისი იყო ამის მოსმენა. შვილმა პირდაპირ დაასახელა თუ ვინ იყო მამამისის წამების და მკვლელობის დამკვეთი, მან ხელი გიორგი უდესიანს დაადო, ასევე ციხის დირექტორს “ქილერას” და ციხის სხვა თანამშრომლებს. 2011 წელს ბესო ხარძიანის დაპატიმრებას, წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, ბიზნესის (კუს ტბის) წართმევა მოჰყვა. ჩემთვის მოსმენაც ძნელი იყო, წარმომიდგენია რას განიცდიდა თავად ბიზნესმენი და მისი ოჯახი. იმ ავადსახსენებელ 2003-2012 წლებში მთელი სახელისუფლო ვერტიკალი მოქმედებდა ბიზნესის და ბიზნესმენების წინააღმდეგ, სადაც ჩართულნი იყვნენ ბანკებიც და ნოტარიუსებიც. აი, ასეთ ქვეყანას აშენებდა მიხეილ სააკაშვილი და დღეს ასეთი საქართველოს დაბრუნებაზე იბრძვიან ჩვენი უცხოელი და შინაური მტრები. ნურავის ექნება იმედი იმ ჯოჯოხეთში, რასაც სააკაშვილის, ადეიშვილის და უდესიანის ქვეყანა ჰქვია, როდისმე დაბრუნდება. თეა წულუკიანის დროებითი საგამოძიებო კომისია კი კიდევ ბევრ რამეს ახდის ფარდას. ნაციონალურ მოძრაობას კი საერთოდ უნდა აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა“, – წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.