პოლიტიკა

ნანუკა ჟორჟოლიანი – როდესავ ვყიდულობდი აირწინაღს, ვიცავდი ადამიანების ჯანმრთელობას. გთხოვთ, მომხსნათ ყადაღა, პირობას ვდებ, პოლიტიკურ კონტექსტში აღარ გადავრიცხავ არცერთ ლარს

მე როდესავ ვყიდულობდი აირწინაღს, მე ვიცავდი ადამიანების ჯანმრთელობაზე. ასევე შეიძლება მედაონ- საწვიმარი რა ქველმოქმედებააო. ამიტომ, დაცლილია სამართლიანობისგან ის განცხადება, რომელიც გაავრცელეს,- ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანმა მისი ფონდის დაყადარებაზე საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტმა გენერალურ პროკურორს მიმართა და საჯარო პირობა დადო, რომ არცერთ ამ შინაარსში, პოლიტიკურ კონტექსტში აღარ გადარიცხავს არცერთ ლარს.

“მივმართავ გენერალურ პროკურორს, ვდებ საჯარო პირობას, არცერთ ამ შინაარსში, თქვენი გადასახედიდან და ჩემი გადასახედიდანაც პოლიტიკურ კონტექსტში (აქცია პოლიტიკური კონტექსტია, აბა რა არის ახლა..) აღარ გადავრიცხავ არცერთ ლარს. და 400 ათას ლარზე მეტი, რომელიც დამიყადაღეთ და ხვალ კიდევ იქნება ჩემი ფონდის ანგარიშზე, გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ ბავშვებზე, რომლებიც სიცოცხლისთვის იბრძვიან, მხოლოდ იმ ადმიანებზე, რომლებსაც შიათ, სწყურიათ… გთხოვთ, მომხსნათ ყადაღა” – აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი

11

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,951,905 ნახვა