ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენი პლეი ოფის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ერევანში სომხეთის ნაკრები დაამარცხა.
დისკვალიფიკაციის გამო საქართველოს ნაკრებს კაპიტანი გურამ კაშია და ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია დააკლდა. ფრანგმა სპეციალისტმა ვილი სანიოლმა ძირითად შემადგენლობაში ირაკლი აზაროვი და ნიკა კვეკვესკირი დააბრუნა.
საქართველოს ნაკრებმა მეტოქე დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა და B დივიზიონში დასარჩენად დიდი ნაბიჯი გადადგა.
ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში საქართველოს ნაკრები სომხეთს 23 მარტს თბილისში, „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს – მატჩი 18:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.
Facebook Comments Box