უცხოური მედია

დონალდ ტუსკი – ომის შედეგის მიუხედავად, უკრაინამ მოიგო შეუფასებელი დრო პოლონეთისა და მთელი ევროპისთვის, რუსეთმა ვეღარ შეძლო ევროკავშირის ან ნატო-ს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა

ომის შედეგის მიუხედავად, უკრაინამ მოიგო შეუფასებელი დრო პოლონეთისა და მთელი ევროპისთვის, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინელების სამხედრო ძალისხმევის წყალობით, რუსეთმა ვეღარ შეძლო ევროკავშირის ან ნატო-ს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა.

დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროპის წინააღმდეგ რუსეთის გეგმები ვერ ხორციელდება, რადგან უკრაინამ აიღო აგრესორთან პირდაპირი კონფრონტაციის ტვირთი. მისივე თქმით, აშშ-ის ახალი პოლიტიკა ხაზს უსვამს, რომ ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავის თავზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,951,711 ნახვა