პოლიტიკა

ბესო ხარძიანი: ხალხი გარედან ვერ ახერხებდა მაშინ კრედიტის აღებას და ბესო ხარძიანმა მოახერხა, რომ ციხიდან, კონკრეტულად თიბისი ბანკიდან აეღო 120 000 დოლარი

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ბიზნესმენ ბესო ხარძიანის შვილმა, ბესო ხარძიანმა ისაუბრა თუ როგორ ააღებინეს პატიმრობაში მყოფ მამამის სესხი „თიბისი“ ბანკიდან.

როგორც მან აღნიშნა, მაშინ, როცა ხალხი გარეთ ვერ ახერხებდა კრედიტის აღებას ბესო ხარძიანს „თიბისი“ ბანკმა 120 ათასი დოლარი მისცა სესხის სახით.

„120 ათასი დოლარი რომ ვახსენე ციხის ეპიზოდზე, როდესაც პატიმრობაში იყო და ვალის დათმობა გააკეთებინეს, ხალხი გარეთ ვერ ახერხებდა მაშინ კრედიტის აღებას და ბესო ხარძიანმა მოახერხა რომ კონკრეტულად „თიბისი“ ბანკიდან აეღო 120 ათასი დოლარი. რა ვიცი შეიძლება ჩვენ ვერ მოვახერხოთ, ახლა რომ მივიდეთ კრედიტი არ გამოგვატანონ და იმდროინდელ გლდანის ციხეში თუ იყავი ბესო ხარძიანი ან მისნაირი პატიმარი თავისუფლად, ნებისმიერ თანხას აიღებდი“, – განაცხადა ბესო ხარძიანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,952,819 ნახვა