საგარეო პოლიტიკა

ტრამპი: აშშ-მა რუსეთთან საქმე უნდა დაიჭიროს. რუსეთს ძალიან ძვირფასი მიწა აქვს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთს ძალიან ძვირფასი მიწა აქვს, და ამერიკამა მასთან საქმე უნდა დაიჭიროს.

„ჩვენ რუსეთთან საქმე უნდა დავიჭიროთ. მათ ჩინეთზე დიდი მიწის ნაჭერი აქვთ“, – თქვა ტრამპმა.

თეთრის სახლის ლიდერის განცხადებით, რუსეთს 11 სასაათო სარტყელი აქვს.

„ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილებისას 11 სასაათო სარტყელს გადალახავთ. მათ ძალიან ძვირფასი მიწა აქვთ“, – დასძინა ტრამპმა.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ აშშ უკრაინასთან იშვიათი წიაღისეულის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს, რის შემდეგაც ამერიკას შეეძლება თქვას, რომ მან საკუთარი ფული დაიბრუნა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,951,857 ნახვა