Uncategorized

ახალი ქართული რეკორდი ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, სანდრო მამუკელაშვილმა ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა

სანდრო მამუკელაშვილმა ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა. ქართველი ფორვარდის „სან ანტონიომ“ „ნიუ იორკი“ 120:105 დაამარცხა, მამუკელაშვილმა 19 წუთში 34 ქულა ჩააგდო და გააუმჯობესა მისივე რეკორდი, რომელიც 28 ქულას შეადგენდა. მამუკელაშვილმა 7-დან 7 სამქულიანი და 7-დან 6 ორიანი ჩააგდო.

აღსანიშნავია, რომ სანდრომ მეორე პერიოდში 8, ხოლო ბოლო პერიოდში 11 წუთი ითამაშა. მისმა წარმოუდგენლად შედეგიანმა თამაშმა აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ „ნიუ იორკ ნიქსს“ იმედი გადაუწურა, ხოლო „სან ანტონიოს“ გამარჯვება გაუნაღდა.

მამუკელაშვილი გახდა კალათბურთელი, რომელმაც ნბა-ს ისტორიაში ერთ მატჩში მოედანზე 20 წუთზე ნაკლებ დროში ყოფნის პერიოდში ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,951,851 ნახვა