საზოგადოება

ნინო წილოსანი: ნანუკა ჟორჟოლიანის იაფფასიანი ვიდეოების მიღმა რევოლუციური პროცესების და გადატრიალების დაფინანსება იმალებოდა

პროკურატურის მიერ კონკრეტული ფონდების დაყადაღებას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ეხმიანება. ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, რომ კეთილშობილური მიზნის საფარქვეშ, რევოლუციური პროცესების და გადატრიალების დაფინანსება იმალებოდა.

„ნანუკა ჟორჟოლიანის იაფფასიანი ვიდეოების მიღმა, როგორც ვხედავთ რევოლუციური პროცესების და გადატრიალების დაფინანსება იმალებოდა.

მისი ეს და სხვა დანაშაულებრივი ფონდები, კეთილშობილური მიზნის საფარქვეშ, იმ აგრესორებს აფინანსებდნენ, რომლებმაც აქციების დროს პარლამენტი გადაწვეს, პოლიციელები დააზიანეს, ქვეყანაში ქაოსის ცეცხლი დაანთეს და სხვა და სხვა.. უფრო ფართოდ რომ შევხედოთ, რევოლუციას აორგანიზებდნენ

რევოლუციის ორგანიზატორები რომ შევაფასო, ვიტყოდი, კლასიკური სცენარით „აგენტებად” მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებს ირჩევდნენ, თუმცა, საქართველოს შემთხვევაში ფაქტია შეცვალეს ტაქტიკა…“, – წერს ნინო წილოსანი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,950,903 ნახვა