Uncategorized

ზელენსკი: ტრამპის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო შეთანხმებაში პუტინის დაგვიანებული პასუხი იმის აშკარა მტკიცებულებაა, რომ რუსეთი ომს ახანგრძლივებს

J

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო შეთანხმებაში, რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის დაგვიანებული პასუხი იმის აშკარა მტკიცებულებაა, რომ რუსეთი ომს ახანგრძლივებს.

განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგასთან, ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა.

„ცეცხლის შეწყვეტის წინადადება დიდი ხნის წინ შეიძლებოდა განხორციელებულიყო. ომის დროს ყოველი დღე ადამიანის სიცოცხლეს ნიშნავს. ამ დროისთვის თითქმის ერთი კვირაა, რაც მსოფლიოში ყველასთვის აბსოლუტურად ნათელი გახდა, რომ სწორედ პუტინი ახანგრძლივებს ამ ომს. უკვე ერთ კვირაა, რაც პუტინს არ შეუძლია თქვას უბრალოდ „დიახ“ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე პასუხად“, – თქვა ზელენსკიმ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,950,911 ნახვა