უცხოური მედია

დონალდ ტრამპი – სი ძინპინი აშშ-ში ჩამოვა, არც თუ ისე შორეულ მომავალში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, შესაძლოა, უახლოეს მომავალში შეერთებულ შტატებს მოლაპარაკებებისთვის ეწვიოს. ამის შესახებ ტრამპმა ვაშინგტონში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ის ჩამოვა. არც თუ ისე შორეულ მომავალში“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა იანვარში პრეზიდენტის პოსტზე დანიშვნის შემდეგ ჩინეთიდან აშშ-ში შემოტანილ ყველა პროდუქტზე 20%-იანი გადასახადი დააწესა.

პეკინმა საპასუხოდ რამდენიმე შეზღუდვა დააწესა აშშ-თან ვაჭრობაზე.

დონალდ ტრამპის თქმით, ტარიფები აუცილებელია საერთაშორისო ვაჭრობაში ბალანსის აღსადგენად.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,950,903 ნახვა